სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

05 ივნისი 2022, 10:54 672 ნახვა

“სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა. წვრთნებში ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

კურსი 3 კვირის განმავლობაში საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა.

სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს

ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოების შესრულებაც უწევდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი