თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 3 მედალი მოიპოვა

04 ივნისი 2022, 20:36 1400 ნახვა

ძიუდოში თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 3 მედალი მოიპოვა.

თბილისური გრანდ სლემის მეორე დღეს ტატამზე სულ 11 ქართველი ძიუდოისტი გავიდა მათგან ფინალურ ბლოკში გასვლა მხოლოდ სამმა მოახერხა.

73 კგ-ში ოქრო ლაშა შავდათუაშვილმა, 81 კგ-ში ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა, ხოლო გიორგი ტერაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.

ორი დღის თავზე საქართველოს ნაკრებს საერთო ჯამში 8 მედალი აქვს მოპოვებული. 

აქედან 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია, რითაც გუნდურ ჩათვალში ისევ  პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო მეორე პოზიციაზე დღეს სამხრეთ კორეამ საფრანგეთი ჩაანაცვლა.

5 ივნისს ტურნირის დასკვნით დღეს  მედლები კაცთა 90, 100, +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში  გათამაშდება.

წინასწარი შეხვედრები 12 საათიდან არის ჩანიშნული, ხოლო ფინალური შეხვედრები 17:00 საათიდან დაიწყება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი