ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი 

04 ივნისი 2022, 15:03 846 ნახვა

სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის მიმდინარეობს. 

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ პარაკლისის წინ განცხადება გაავრცელა და მრევლს, რომელიც სვეტიცხოველში მისვლას გეგმავს, მოუწოდა არ აყვნენ პროვოკაციას რაც არ უნდა პროვოკაციულად მოეჩვენოთ სხვისი აზრი ან შეკითხვა და არ გაცდნენ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს.

ბოლო დღეებში ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის ფონია ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა.

ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა, რის შემდეგაც თავად გახდა კრიტიკის სამიზნე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი