მედიის გასაღები ბავშვებს

03 ივნისი 2022, 20:05 1003 ნახვა

„იპოვე ფილმის გასაღები“ კომუნიკაციების კომისიამ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების ახალი პროექტი დაიწყო. „მედიის გასაღები” ფინური მოდელის მიხედვით შეიქმნა, რომელიც ევროკომისიის მიერ აღიარებულია საუკეთესო პროექტად და მოზარდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას ფილმების ანალიზით უწყობს ხელს. ვებ-გვერდზე ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, განთავსებულია 50-ზე მეტი ფილმის შესახებ საჭირო ინფორმაცია, რომელიც სპეციალურად პროფესიონალი ფსიქოლოგებისა და კინომცოდნეების მიერ არის შემუშავებული. თითოეულ ფილმს აქვს ინდივიდუალური აღწერა და რეკომენდაციები, იმის შესახებ, თუ რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია კონკრეტულ ფილმსა თუ მულტფილმს მოზარდის შემდგომ განვითარებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში