მოსკოვის დასავლეთ ნაწილში ბიზნეს ცენტრში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ხანძარი ათასზე მეტ კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.
ხანძარს სირთულის ყველაზე მაქსიმალური მეხუთე დონე ჰქონდა მინიჭებული. ცეცხლი 8 სართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა და სწრაფად მოედო კიდევ ოთხ სართულს. შენობიდან 125 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ხანძრის მიზეზად განათების ფასადური სისტემების არასწორი მონტაჟის გამო მოკლე ჩართვა სახელდება.
ცეცხლს 340 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის 100 ერთეული და სამი ვერტმფრენი ებრძოდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს განცხადებით, ხანძარი ლოკალიზებულია.