ხელოვნების უნივერსიტეტში სამსახიობო ხელოვნების სპეციალობის სტუდენტებისთვის მასტერკლასი ტარდება.
პრაქტიკულ სემინარს ცეკვაში საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფი დოდო ჩოგოვაძე ატარებს.
უნივერსიტეტის პირველ და მეორე კურსელებისათვის პრაქტიკული სემინარები პირველ ივნისს დაიწყო და ხვალ დასრულდება.