ბაქო ბათუმის მიმართულებით, პანდემიის შემდეგ, ფრენები განაახლა აზეირბაიჯანის ავიახაზმა "ეარლაინსმა".
დღეს ბათუმში 84 მოქალაქე ჩამოფრინდა. რეისი კვირაში 2-ჯერ შესრულდება, თუმცა შესაძლოა ფრენების რაოდენობა გაიზარდოს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონიალი გაიმართა.