მერკელმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა

02 ივნისი 2022, 10:50 523 ნახვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რამდენიმე თვიანი  დუმილი  დაარღვია  და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს  გამოეხმაურა. 

ბერლინში პროფკავშირების კონფედერაციის პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა აღნიშნა, რომ არ  სურს გვერდიდან რაიმე შეფასების გაკეთება, თუმცა რუსეთის შეჭრას მის მეზობელ ქვეყანაში ევროპის ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

„ჩემი სოლიდარობა  უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი - განაცხადა მერკელმა.  იგი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის, ევროკავშირის, აშშ-ს, ნატოს, დიდი შვიდეულის და გაერო-ს ყველა  ძალისხმევას, რომლებიც  მერკელის თქმით,  რუსეთის ამ  ბარბაროსული აგრესიის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

თუ რა მასშტაბები ექნება ამ   ომის შედეგებს სერიოზულად ვერავინ შეაფასებს- განაცხადა მერკელმა, თუმცა აღნიშნა, რომ  იგი  გამანადგუებელი   განსაკუთრებით უკრაინელებისთვის იქნება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი