ელცინის სიძემ პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

31 მაისი 2022, 13:58 657 ნახვა

რუსეთის ექს-პრეზიდენტ ბორის ელცინის სიძემ  ვალენტინ იუმაშევმა, რომელიც ვლადიმერ პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, კრემლის მრჩევლის თანამდებობა დატოვა.

იუმაშევი პუტინის მრჩევლად საკუთარი სურვილით მუშაობდა და ამაში ანაზღაურებას არ იღებდა.

ელცინ ცენტრის“ წარმომადგენლის განცხადებით,  თანამდებობის დატოვება ვალენტინ იუმაშევის ინიციატივა იყო.

ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში, 1991-1999 წლებში ვალენტინ იუმაშევი კრემლის მრჩევლის და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი