თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ესაუბრა ვლადიმერ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს.
უკრაინის პრეზიდენტთან ერდოღანმა უკრაინული პროდუქციის ექსპორტის მარშრუტის შექმნაზე ისაუბრა. „პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების საზღვაო ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის პროექტს“ - ნათქვამია ერდოღანის პრესსამსახურის განცხადებაში. ერდოღანმა რუს კოლეგასთან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილა.
"ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა რუსული მხარის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ტვირთების შეუფერხებელ საზღვაო ტრანზიტს თურქულ მხარესთან შეთანხმებით. ეს ასევე ეხება მარცვლეულის ექსპორტს უკრაინის პორტებიდან", - ნათქვამია კრემლის ვებსაიტზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტების დაბლოკვის გამო შეჩერებულია 22 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი.