დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გათავისუფლება უპირობო პრიორიტეტია - ლავროვი 

30 მაისი 2022, 10:25 680 ნახვა

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მოსკოვი არ ელოდება. ამის შესახებ განცხადება სერგეი ლავროვმა ფრანგულ მედიასთან საუბრისას გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ალიანსმა უკრაინა თავის რიგებში არ უნდა მიიღოს.

"დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გათავისუფლება, რომელიც დამოუკიდებლადაა აღიარებული რუსეთის ფედერაციის მიერ, უპირობო პრიორიტეტია. მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა გარემოში გააგრძელებენ არსებობას: პრეზიდენტ ზელენსკის მიერ შექმნილ გარემოში – რუსული განათლების აკრძალვა, მედიის, კულტურის, რუსული ენის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების აკრძალვა – თუ სხვაში, სადაც შეძლებენ თავიანთი შვილების აღზრდას ისე, როგორც მათ სურთ და არა ზელენსკისა და მის გუნდს“- განაცხადა ლავროვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში