პრეზიდენტს პოლიტიკური მორატორიუმის გამოცხადებას სთხოვენ

29 მაისი 2022, 16:54 807 ნახვა

''ნუ შემოდებთ თაროზე საყოველთაო შეთანხმების იდეას" - ამ ლოზუნგით სალომე ზურაბიშვილის სასახლის წინ, სტუდენტურმა ახალგაზრდულმა ორგანიზაცია ‘'ცვლილებების დროამ’', აქცია პერფორმანსი გამართა, თქვეს, რომ ქვეყანაში  უნდა  გამოცხადდეს პოლიტიკური მორატორიუმი.  

აქციის მონაწილეების განცხადებით პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ქვეყანაში საჭიროა საყოველთაო შერიგება,მათ აქვთ სალომე ზურაბიშვილთან კითხვები თუ რატომ არ განახორციელა თავისივე ინიციატივა ეროვნული თანხმობის თაობაზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნულთან დაკავშირებით  პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი