დღეს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება

29 მაისი 2022, 10:34 701 ნახვა

დღეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ძალოსნობაში რიგით მეასე საიუბილეო ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე თერთმეტი სპორტსმენით წარსდგება.

დღეს ტირანას ფიცარნაგზე გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი გავლენ.

ხვალიდან კი 4 ივნისის ჩათვლით შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე, კახი ასანიძე, რეზი დავითაძე, ირაკლი გობეჯიშვილი, ირაკლი ჩხეიძე, გიორგი ჩხეიძე და ანასტასია გოტფრიდი იასპარეზებენ.

რაც შეეხება პლანეტის საუკეთესო ძალოსანს, ორგზის ოლიმპიურ, ხუთგზის მსოფლიოს და ხუთგზის ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს, ის მეექვსე ევროპული ოქროსთვის ფიცარნაგზე  5 ივნისს გავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი