გოგიტა არქანიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მესამედ მოიპოვა

28 მაისი 2022, 17:34 755 ნახვა

თურქეთის ქალაქ გაზაენთეფში  მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

+84 კილოგრამ წონით კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში არქანიამ  შოტლანდიელი გრეგ ანდერსონი დაამარცხა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

გოგიტა არქანიასთვის ეს კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული მესამე ბრინჯაოს მედალია.

2014 და 2021 წელს კი გოგიტა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალის მოფლობელი გახდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში