ბათუმის ქალთა გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო

27 მაისი 2022, 21:44 674 ნახვა

ბათუმის ქალთა გუნდმა საქართველოს ეროვნული ლიგა ორის გათამაშებაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.

ლიგა 2-ის მესამე ტურში "ბათუმმა" გასვლაზე "ივერიას" ესტუმრა და მეტოქე 0-2 დაამარცხა. გოლები არჩვაძის და დიასამიძის ანგარიშზეა.

3 ტურის შემდეგ ქალთა ლიგა 2 ის გათამაშებაში ბათუმის ქალთა გუნდი 9 ქულით ლიდერობს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში