საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა. მასში ქართველი მომღერლები, ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები მონაწილეობდნენ.
კონცერტზე საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ელჩების ვიდეომიმართვა გავრცელდა, დიპლომატებმა საქართველოს დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ საქართველომ ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას.