თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი ბავშვთა კაპელამ შეასრულა. ასევე, წელს პირველად აჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი სახელმწიფო კაპელას, გორის ქალთა კამერული გუნდის, სამების საპატრიარქო ტაძრისა და თბილისის ოპერის თეატრის გუნდების შესრულებით.
ჰიმნის შესრულების დროს თვისუფლების მოედანს ვერტმფრენებმა გადაუფრინეს და საქართველოს დროშის ფერებში ავიაშოუ მოაწყვეს.
ჰიმნი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, სამების ტაძრის საპატრიარქოსა და თბილისის ოპერის თეატრის გუნდებმა შეასრულეს.