სპორტული აქტივობები ბათუმში

26 მაისი 2022, 13:59 619 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აჭარის სპორტის დეპარტამენტის და მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმის ცენტრალურ პარკსა და ბულვარში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა.

200-მდე სპორტსმენი ვაჟი და გოგონა ერთმანეთს მკლავჭიდში, მძლეოსნურ გარბენში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში გაეჯიბრა.

ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით ანალოგიური სპორტული აქტივობები ბათუმში მთელი წლის მანძილზე გაიმართება, რაც ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში