აქცია დაგვიანებული ხელფასების მოთხოვნით

25 მაისი 2022, 19:53 2002 ნახვა

გრიგოლეთი-შეკვეთილის  შემოვლით გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასები არ ჩაერიცხათ და გაიფიცნენ. როგორც აცხადებენ, პრეტენზია აქვთ თურქულ კომპანია "პოლატთან". რომლიც ქართული კომპანიის "ქიუემსის" ქვეკონტრაქტორია. "პოლატის" იურისტი სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი მოგვარება მათ არ ეხება, რადგან გაფიცულებს ხელშეკრულება ქართულ კომპსნია  "ქოუემსთან" აქვთ დადებული. და შესაბამისად ხელფასის გაცემაზეც   სწორედ მან უნდა იზრუნოს. "ქიუემსის" დირექტორმა კი ასევე სატელეფონო  საუბრისას გვითხრა, რომ განაცხადა, პრობლემა ცნობილია და მოთხოვნები მოუგვარდებათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი