საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს, იდეას, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევანი, ეს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული ცივილური არჩევანია, - თქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახლა გააზრება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდა, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს და ახლოს აღმოჩნდეს საბოლოო მიზანთან, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება მთავარი გზამკვლევია სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, რასაც მოჰყვა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა. ახლახანს კი საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.