კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე დინამოს ვერ დაეხმარება?

25 მაისი 2022, 14:42 905 ნახვა

იტალიური ნაპოლი გუნდის ქართველი ახალწვეულის ხვიჩა კვარაცხელიას წარდგენას 8-დან 19 ივლისამდე პერიოდში გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას „არეანაპოლი“ ავრცელებს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ დროს ნეაპოლიტანური კლუბი წინასასეზონო შეკრების ჩასატარებლად დიმაროს ეწვევა და ქართველი ნახევარმცველი ახალ კლუბს სწორედ მაშინ შეუერთდება.

თუკი აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ კვარაცხელია დიდი ალბათობით ვერაფრით დაეხმარება ''დინამო'' ბათუმს ჩემპიონთა ლიგის, თუნდაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული რაუნდის წილისყრა 14 ივნისს ჩატარდება, თამაშები კი 5-6 და 12-13 ივლისს არის დაგეგმილი, რა დროსაც ხვიჩას უკვე იტალიაში ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი