ბათუმი დასაქმების ფორუმს მასპინძლობს. სამუშაოს მაძიებლებს სასტუმრო „შერატონში“ პოტენციურ დამსაქმებლებთან გასაუბრების საშუალება აქვთ.
მოქალაქეებს რეზიუმეს დასატოვებლად, ან მათთვის სასურველი ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სასტუმროში მისვლა 14:00 საათიდან შეუძლიათ.
ფორუმში 70-მდე კომპანია მონაწილეობს და როგორც ამბობენ 1300-ზე მეტი ვაკანსიაა.