ეკონომიკური ფორუმის მეორე დღე დავოსში

24 მაისი 2022, 19:43 172 ნახვა

მეორე დღეა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. უკრაინა კი ერთ-ერთი მთავარი თემაა. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ წინა საუკუნეების გადმონაშთია. მისივე თქმით, დგას არა მხოლოდ უკრაინის გადარჩენის საკითხი; საკითხი არ ეხება მხოლოდ ევროპულ უსაფრთხოებას, არამედ მთელ საერთაშორისო წესრიგს აყენებს კითხვის ქვეშ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში