მშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ

24 მაისი 2022, 17:45 790 ნახვა

ინვესტორთა მხრიდან დაზარალებული მოქალაქეები აჭარის მთავრობის სახლთან აქციის გამართვას გეგმავენ. უფლებადამცველმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლებისგან შუამავლობას მოითხოვენ. მათ აქცია ერთი კვირის წინაც გამართეს რა დროსაც მოქალაქეებს  მთავრობის აპარატის წარმომადგენელმა განცხადება დააწერინა, ამჯერად განცხადებაზე პასუხის მიღების მიზნით დაზარალებულები განმეორებით აქციას ხვალ გამართავენ. საუბარია ბაგრატიონის ქუჩაზე 113 ნომერში მიმდინარე მშენებლობაზე, სადაც დაახლოებით 300-მდე ოჯახი მეორე წელია ბინების მშენებლობას ელოდება. მათი დიდი ნაწილი ემიგრანტია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი