მარიუპოლში ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევების ქვეშ 200-მდე ცხედარი იპოვეს - უკრაინული მედია

24 მაისი 2022, 13:40 1135 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში, ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში 200 ადამიანის ცხედარი ნახეს. ინფორმაცის მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს. მისივე ცნობით, გვამები ნახევრად გახრწნილი იყო. 

''ადგილობრივებმა გარდაცვლილების შეგროვებასა და შეფუთვაზე უარი განაცხადეს, ამის გამო რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ სამუშაო ადგილი დატოვა. აღნიშნულ კვარტალში თითქმის ყველგან მძაფრი სუნი დგას'' - ამბობს ანდრიუშენკო.

იგივე სიტუაციაა მეტროსთან არსებულ იმპროვიზირებულ მორგშიც, ქუჩაში დიდი რაოდენობით გვამებია მიმოფანტული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი