პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო. მიზეზი არის ის, რომ პატრიარქი არ გადაიღალოს განაცხადა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ. რაც შეეხება საშობაო მსახურებას, მისივე თქმით, მას თავად უწმინდესი ჩაატარებს. ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქი 84 წლის გახდება.