პარატაეკვანდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან რვა მედლით დაბრუნდა

24 მაისი 2022, 10:09 749 ნახვა

საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მანჩესტერში დასრულებულ ევროპის ღია პირველობაზე პარატაეკვანდოში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა - რვა პარასპორტსმენით რვა მედალი.

ოქროს მედლები მოიპოვეს გიორგი ხიზანიშვილმა, გიორგი ზარქუამ და გოგა ხახალშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები ანა ჯაფარიძე, სანდრო მეგრელიშვილი, ლია ჩაჩიბაია, გიორგი ნიკოლაძე და დავით მაქაძე გახდნენ..

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში