პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

24 მაისი 2022, 10:00 764 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. სისტემის გახსნიდან რამდენიმე წამში  ბათუმის საჯარო სკოლებში  თითქმის ყველა ადგილი შეივსო.

განათლების სამინისტრო მოგვიანებით გაავრცელებს მონაცემებს, თუ რამდენმა პირველკლასელმა მოახერხა დარეგისტრირება და რამდენი ადგილია თავისუფალი. გუშინდელი მონაცემებით ბათუმის საჯარო სკოლებში სულ 1735 თავისუფალი ადგილი იყო.   

მათ ვინც მოახერხა რეგისტრაცია,  აუცილებელი დოკუმენტაციის  წარდგენა სკოლებში 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.  თუ მშობელი ამ ვადებში ვერ ჩაეტევა  რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი