დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ივნისიდან იწყება

23 მაისი 2022, 21:35 853 ნახვა

დუბაიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ივნისიდან იწყება. ფრენენს ავიაკომპანია "Fly Dubai" ზაფხულის ტურისტული სეზონის ბოლომდე კვირაში სამჯერ შეასრულებს. ბათუმის მიმართულებით ფრენებს გეგმავს ავიაკომპანია "Air Arabia"-ც, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში დუბაიდან შეასრულებს, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

"არაბეთის გაერთიანებული საამიროები აჭარისთვის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საქმიანი შეხვედრები მიმდინარეობდა, როგორც ტურიზმის ისე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.

მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ემირატების უმსხვილეს საავიაციო და სამოგზაურო სერვისების მიმწოდებელ კომპანიასთან DNATA, რომელიც მილიონობით მგზავრისთვის ბათუმის ტურისტული პაკეტების შეთავაზებას აქტიურად იწყებს. ბათუმი განაგრძობს პოზიციონირებას მსოფლიოში როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვანი, საინვესტიციო ტურისტული მიმართულება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში