უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 23 აგვისტომდე გახანგრძლივდა

23 მაისი 2022, 13:42 685 ნახვა

უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 23 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგი ავღანეთში 9-წლიან დანაკარგს უტოლდება.   ომის დაწყებიდან უკრაინაში რუსულ აგრესიას  232 ბავშვი ბავშვი  შეეწირა  და 431 დაშავდა.

გასულ ღამეს ოკუპანტებმა კრივოი როგის სამი დასახლება დაბომბეს. 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საჰაერო იერიშებს ჟიტომირში. უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები სხვადასხვა მიმართულებით იერიშზე გადავიდნენ სევეროდონეცკში, თუმცა უკრაინის ძალებმა მათი მოგერიება მოახერხეს. დაზიანდა 30-ზე მეტი სახლი. 7 მოქალაქე ემსხვერპლა დონბასში დაბომბვებს.

აფეთქებები ისმოდა ნიკოლეავში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აგრესორები,  ხერსონის რაიონში  საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ისვრიან რაკეტებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი