კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი, რომელშიც პროკურორები, შსს-ს, სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები მონაწილეობდნენ დასრულდა.
სწავლებას აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში ექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გადასცეს.