გერმანიამ და იტალიამ კომპანიებს რუსული გაზისთვის ანგარიშის რუბლში გახსნის ნება დართეს

22 მაისი 2022, 11:57 970 ნახვა

გერმანიამ და იტალიამ თავიანთ კომპანიებს ანგარიშის რუბლებში გახსნის უფლება მისცეს იმისთვის, რომ რუსული გაზის შეძენა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევის გარეშე შეძლონ. ინფორმაციას მედია სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან ერთად, ფინეთმა, ბულგარეთმა და პოლონეთმა გაზის რუბლებში შეძენაზე უარი განაცხადეს, რის გამოც ამ ქვეყნებში რუსული გაზის მიწოდება შეწყდა. მთავრობამ გერმანელ იმპორტიორებს განუმარტა, რომ მათ ანგარიშის რუბლში გახსნა სანქციების დარღვევის გარეშე შეეძლებათ.

გამოცემის მიხედვით, იტალიის მთავრობა, სავარაუდოდ, ევროკომისიასაც ესაუბრა.

წყაროს მიხედვით, კომპანიებს ანგარიშების რუბლში გახსნა შეუძლიათ  სანქციების დარღვევის გარეშე, თუ Gazprom-ში გადახდები რუსულ ვალუტაში არ იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი