სანქციების შედეგი რუსეთში

22 მაისი 2022, 10:16 450 ნახვა

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა პრაქტიკულად ყველა ლოჯისტიკური დერეფანი დაარღვია, რომელსაც ქვეყანა ვაჭრობისთვის იყენებდა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„ჩვენ იძულებულნი ვართ ერთად ვეძებოთ ახალი ლოგისტიკური დერეფნები”, - აღნიშნა საველიევმა.

მისივე თქმით, ოფიციალური მოსკოვი განიხილავს კაპიტალიზაციას ალტერნატიული სავაჭრო გზებიდან, როგორიცაა საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთის ტრანსპორტის დერეფანი - სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც ინდოეთს შუა აზიის ქვეყნებთან, რუსეთთან და ევროპასთან ირანის გავლით აკავშირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი