უკრაინის პრეზიდენტის მოწოდება პარტნიორებს

21 მაისი 2022, 16:06 968 ნახვა

მორიგ ვიდეომიმართვაში კი უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორ ქვეყნებს მიმართავს. ვოლოდიმირ ზელენსკი სთხოვს მათ, შექმნან მექანიზმი, რომლის დახმარებითაც ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს ომის მსხვერპლთა და დაშავებულთა კომპენსაციისთვის გამოიყენებენ.

ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თითოეული ბომბისა და რაკეტისთვის, რომელიც უკრაინისკენ გაისროლა.

ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადება, მან თქვა, რომ რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის მომხრეა და  აცხადებს რომ "ეს სამართლიანი იქნება".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი