აშშ-ის პრეზიდენტმა, უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხელმოწერის ფაქტს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელიც ადასტურებს. ჯო ბაიდენი სეულში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან ვიზიტით იმყოფება და სწორედ სეულში ყოფნისას მოაწერა ხელი დახმარების მორიგ პაკეტს.
კანონპროექტის მიხედვით პაკეტი მოიცავს 20 მილიარდ დოლარზე მეტ სამხედრო დახმარებას, ასევე გათვალისწინებულია 8 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინის ზოგადი ეკონომიკისთვის, თითქმის 5 მილიარდი დოლარი კი მოიცავს გლობალურ სასურსათო დახმარებას უკრაინის სოფლის მეურნეობის კოლაფსის შედეგად გამოწვეული საკვების პოტენციური დეფიციტის მოგვარებას.