კვლავ დაძაბული ვითარებაა აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსმა ოკუპანტებმა მთელი ძალები ამ მიმართულებით გადაისროლეს. ოკუპანტები მარიუპოლის მსგავსად ანადგურებენ სევეროდონეცკს. რუსული ჯარები აგრძელებენ დანაკარგებს ხარკოვის მახლობლად და ცდილობენ დაუბრუნდნენ ძველ პოზიციებს. ამჯერად შეიარაღებულმა ძალებმა ააფეთქეს ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი იზიუმთან.
ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, უკრაინას 5-7 წელი დასჭირდება ნაღმებისგან მთელი ტერიტორიის გასაწმენდად - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერი აკობიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში რამდენიმე უცხოური გუნდი, განაღმვით სამუშაოებში დასახმარებლად ჩავიდა. უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა თავიანთ ტერიტორიაზე 1 377 925-ი უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია განახორციელეს. ასევე აღნიშნავს, რომ მათ ავტობუსებში ასვლას აიძულებენ, ეუბნებიან რომ გადაიყვანენ ნოვოაზოვსკის რაიონში არსებულ ე.წ ფილტრაციის ბანაკში, შემდეგ კი რუსეთში.
დენისოვამ დაამატა, რომ კრემლის განცხადებები უკრაინელების სავარაუდო ნებაყოფლობითი გადასახლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და ეს წინასწარ დაგეგმილი უკანონო დეპორტაციის უდავო მტკიცებულებებია.