ჩვენ ომის დასრულება გვინდა და არა გაფართოება - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მიშელის თქმით ახლა უკრაინას ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება სჭირდება. აქვე დაამატა, რომ უკრაინა ომს მოიგებს, პუტინმა კი ბევრი შეცდომა დაუშვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კომენტარი სერბეთზეც გააკეთა, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.