ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებსა და ასფალტის დაგების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო ბათუმის მერი.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელსვე დასრულდება, რომელიც 300-მდე ბავშვზეა გათვლილი.
რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, სამუშაოების დასრულების მიზნით, უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი. სამუშაოები ბათუმის მასშტაბით 15 მისამართზე დასრულდა.
პროექტის ღირებულება მილიონამდე ლარს შეადგენს.