ომის დანაშაულისთვის რუს ჯარისკაცებს ასამართლებენ

19 მაისი 2022, 14:06 545 ნახვა

ორმა რუსმა ჯარისკაცმა, რომლებსაც სამხედრო დანაშაულებისთვის ასამართლებენ, თავი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სქაი ნიუსი ავრცელებს.

ალექსანდრ ბობიკინი და ალექსანდრ ივანოვი სასამართლოს წინაშე დღეს წარდგნენ. მათ უკრაინის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტების „გრადის“ ტიპის რაკეტებით დაბომბვა ედებათ ბრალად.

ეს უკვე მეორე და მესამე რუსი ჯარისკაცია, რომელიც ომის მიმდინარეობისას სასამართლოს წინაშე წარსდგა, სერჟანტ ვადიმ შიშიმარინის შემდეგ, რომელმაც ასევე სცნო თავი დამნაშავედ 62 წლის მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში