უკრაინას დათმობებზე წასვლას, მაკრონის გარდა, სხვა ევროპელი პოლიტიკოსებიც სთავაზობდნენ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა განაცხადა.
მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ასეთ მოთხოვნებს და ნებისმიერი დათმობა უკრაინის მიმართ დამატებით პრეტენზიებს გამოიწვევს.
მისი თქმით, ევროპა "უფრო კორექტულად" უნდა მიუდგეს იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი. მისი თქმით, უკვირს მსგავსი განწყობის არსებობა ევროპული ქვეყნების ლიდერებში.