იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება - ნატო

18 მაისი 2022, 16:16 936 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს გაიმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციაში.

„იენს სტოლტენბერგი 18 მაისს მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს“, – აღნიშნულია ნატო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, შეხვედრის შესახებ ფოტო-ვიდეომასალა ნატო-ს ვებგვერდზე გავრცელდება.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაუქმებული იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში