ერთ კვირაში საქართველოში  კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17 მაისი 2022, 14:01 976 ნახვა

9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით საქართველოში  კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გასული ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 697 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, შვიდ დღეში ჩატარდა 97 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 86 222, „პისიარ“ ტესტით – 11 403.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.62%.

ქვეყანაში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში