17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე აღინიშნება

17 მაისი 2022, 11:23 1147 ნახვა

დღეს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე აღინიშნება. თბილისში შემობრძანებული აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, თურქეთის რესპუბლიკიდან, ოფრედან სასულიერო პირებმა 11 მაისს წამოაბრძანეს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარშია დაბრძანებული.

ღვთისმსახურების შემდგომ, 12:30 საათზე, ხატს ქაშუეთის ტაძარში გადააბრძანებენ, სადაც პარაკლისი აღევლინება. პარაკლისის შემდეგ, მოეწყობა ქუჩებში ლოცვითი მსვლელობა, წმინდა ხატებით, სიონის დედა-ეკლესიისაკენ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში