გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

16 მაისი 2022, 15:09 917 ნახვა

მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაპატიმრებას  მწვავე რეაქცია მოჰყვა მისი მხარდამჭერებისა და  თანამოაზრეების მხრიდან, რომლებიც დილიდან  იმყოფებოდნენ  თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში. მათ მიაჩნიათ, რომ  გადაწყვეტილება არის არადემოკრატიული,  საქმეში დაზარალებული არ არსებობს და აცხადებენ, რომ ეს არის  კრიტიკული მედიის დევნის მაგალითი.   დაცვის მხარე მოსამართლის დღევანდელ  გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.  სასამართლოს ეზოში დილიდან  იმყოფებიან  პოლიტიკოსები,  მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაცის  წარმომადგენლები. მათი შეფასებით,  მთავარი არხის გენერალური დირექტორის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. „მთავარი არხის“ თანამშრომლებმა სასამართლოს ეზოში საგანგებო განცხადებაც გააკეთეს და თქვეს, რომ იბრძოლებენ უსამართლობის წინააღმდეგ.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში