აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი სამხედროების ევაკუაციის საკითხზე გაეროს და წითელი ჯვრის კომიტეტთან, თურქეთის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს - აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი. უკვე ცნობილია, რომ რუსეთმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად, მარიუპოლიდან და სევეროდონეცკიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია დაუშვა.
მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, ქალაქი 500-ზე მეტი მანქანისგან შემდგარმა საევაკუაციო კოლონამ დატოვა, რომლებიც რუსების მხრიდან ნებართვას სამი დღის განმავლობაში ელოდნენ.
თურქეთმა უკრაინას „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი ჯარისკაცების ზღვით ევაკუაცია შესთავაზა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მან შეთავაზება ორი კვირის წინ პირადად განიხილა უკრაინის პრეზიდენტთან კიევში და აღნიშნა, რომ შეთავაზება მაგიდაზე რჩება, თუმცა ოფიციალურ მოსკოვს ამაზე თანხმობა არ განუცხადებია.
გეგმის თანახმად, ადამიანთა ევაკუაცია „აზოვსტალიდან“ ხმელეთით ბერდიანსკის საპორტო ქალაქამდე უნდა განხორციელებულიყო, იქიდან კი თურქულ გემებს ისინი შავი ზღვის გავლით სტამბოლში უნდა გადაეყვანათ.