თბილისის ძიუდოს გრანდ სლემზე უკრაინის ნაკრები დარეგისტრირდა.
უკრაინის დელეგაცია საქართველოს დედაქალაქში 13 სპორტსმენით ჩამოვა.
აქედან 10 მამაკაცთა, ხოლო 3 ქალთა კატეგორიაში იასპარეზებს.
ტურნირის განაცხადში უკრაინის ქალთა ნაკრების ლიდერი დარია ბილოდიდიც არის.
თბილისის გრანდ სლემზე რეგისტაცია ასევე გაიარა იაპონიის ნაკრებმაც. ძიუდოს სამშობლოდან საქართველში 5 ძიუდოსტი ჩამოვა.
თბილისური გრანდ სლემი 25 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა რუსების მიერ უკრაინში დაწყებული ომის გამო ტურნრი გადაიწია და 3-5 ივნისს ჩატარდება.
ამ დროისთვის თბილისის გრანდ სლემზე 4 კონტინენტის 32 ქვეყნა და მათი 270 ძიუდოსიტი არის დარეგისტრირებული.