არაეფექტური მუშაობის მოტივით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი კირდოდა ნიგერიასა და კამერუნში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, რომ ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მოვალეობების არაეფექტური შესრულების გამო. მისი თქმით, ომის დროს ელჩები უნდა იყვნენ ორმაგად ეფექტური და პროდუქტიული, თავდაუზოგავად უნდა შრომობდნენ უკრაინის საკეთილდღეოდ.
„თუ ვერ უმკლავდებით, თუ არ ხართ ფრონტის ხაზზე - სირბილით სახლში, მით უმეტეს, თუ „მუნდირის ღირსებას“ შეურაცხყოფთ - წერს ანდრეი სიბიგა.