აჭარაში ლატვიელი, ლიეტუველი და ესტონელი ჟურნალისტები იმყოფებიან. ისინი ორი დღის განმავლობაში რეგიონის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და ადგილობრივ ტრადიციებს გაეცნობიან.
მედიატურის ფარგლებში იგეგმება ბათუმის ბოტანიკური ბაღის,პეტრასა და გონიო აფსაროსის ციხე სიმაგრეების დათვალიერება, ასევე ნახავენ მახუნცეთის ჩანჩქერს. დღის ბოლოს სტუმრები ქართულ კერძებს დააგემოვნებენ.
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ჟურნალისტები აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლებსა და სტატიებს მოამზადებენ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს წლის ბოლომდე 30-მდე მსგავსი მედია ტური აქვს დაგეგმილი.