ნდობის ჯგუფი და უკრაინაში ომის ზეგავლენა

13 მაისი 2022, 18:19 305 ნახვა

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების უსაფრთხოების გარემოზე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაფასა. ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ნდობის ჯგუფის ფორმატში მსგავსი შინაარსის მოსმენები, მიმდინარე წლის განმავლობაში, აქტიურად გაგრძელდება. ნდობის ჯგუფის სხდომას, ჯგუფის წევრები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და პარლამენტის წევრი თეიმურაზ ჯანაშია დაესწრნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში