კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი სხდომა და თავდაცვის შესახებ კანონპროექტის გადადებული განხილვა. პარლამენტის დარბაზში დღეს არ აღმოჩნდა საკმარისი რაოდენობის დეპუტატი,ოპოზიციამ კი რეგისტრაციაზე თქვა უარი.ანუ, რის გამოც 2 თვის წინ მმართველ გუნდს აკრიტიკებდნენ, როცა ქართულმა ოცნებამ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის რეგისტრაცია არ გაიარა, ახლა ეს გზა თავად აირჩიეს. ვის რა არგუმენტი აქვს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვნახოთ მარიამ ურუშაძის რეპორტაჟი.